ევროკავშირმა ფინეთში, რუსეთთან საზღვრის დასაცავად 50-ზე მეტი მესაზღვრე გაგზავნა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-მა ფინეთ-რუსეთის საზღვრის მონიტორინგისთვის თავისი 55 თანამშრომელი გაგზავნა მას შემდეგ, რაც ფინეთის ხელისუფლებამ მიგრანტების შემოდინების გამო ყველა სასაზღვრო პუნქტის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Frontex-ის პრესსპიკერმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს 55 ოფიცერი ამჟამად განლაგებულია ფინეთში, მათ შორის უმეტესობა მესაზღვრეა, რომელიც საზღვარს აკონტროლებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს (განლაგების პარამეტრები ) თუ სიტუაცია შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ხანგრძლივად ან ხანმოკლე დროით, საჭიროებიდან გამომდინარე. ვიცით, რომ მიგრაციული ზეწოლა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც კრემლი იყენებს. ასე რომ, შეიძლება ველოდოთ, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა პიოტრ სვიტალსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბრიდან ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სულ მცირე ორი კვირით მთლიანად დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული. ქვეყანამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსი მესაზღვრეები იმ მგზავრებს, რომლებსაც ფინეთში შესასვლელად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია