საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. 7 დეკემბერს ლევან იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს.

ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „თავისუფლება თუ შიში“.

მათი ცნობით, კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მისასალმებელი ტექსტით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა.

„შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე; ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე.

ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო