იუსტიციის მინისტრი იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) და გაეროს სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებში.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტის – სამართლებრივი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასა და განათლებაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საუკეთესო ინსტრუმენტზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს