ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით გაიზარდა

ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86% - ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133,732 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ნოემბერი 71,746- მგზავრი).

მათი ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56 % ზრდა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი).

„რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 665,732 მგზავრი).

ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737,478 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება