პაატა მანჯგალაძე - მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება - „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს

მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება - “გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელიას და სხვების წასვლა ნეგატიურად არ აისახოს მათზე.

„არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ არ ვარ ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი იქნება სად იქნება მელია და რას გააკეთებს, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ყველა ადამიანის თავისუფალ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ნამდვილად არ მიხარია ვინმეს პარტიიდან, ან ჯგუფიდან წასვლა, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს ნიკა მელია მოემსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს. რადგან მან ჩათვალა, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელია რეჟიმთან ბრძოლა გააგრძელოს მარტომ, წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე. არ უნდა ვთქვათ, რომ არაფერს ნიშნავს (მისი წასვლა) და სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ, დიახ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვების კოალიციაში, რომ ნიკა მელიამ ის გააკეთოს რისიც სჯერა და ჩვენ არ დაგვეტყოს ეს წასვლა და ნეგატიურად არ აისახოს არავის წასვლა. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ამ ადამიანებს, წარმატებას ვუსურვებ. „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რა შედეგებიც იყო ნაჩვენები აქამდე, იმაზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. წარმატებას ვუსურვებ მელიას და მის გუნდს, ვინც ფიქრობს, რომ ბრძოლის უკეთესი გზა აირჩიეს, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღებთ საუკეთესო შედეგებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია