„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრიინ საიდმა“ გონიოში 4-ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა

„საქართველოს ბანკი“, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი „აპარტ ოტელი“ გახსნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს შეადგენს, სადაც „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია 3.78 მლნ. დოლარია.

აპარტ ოტელი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, სპორტ დარბაზს, რესტორანსა და ღია ტერასას.

სასტუმროს მთლიანი ფართობი 4401 კვმ.მ - ია, სადაც 3 500 კვ.მ - ზე სარეკრეაციო ზონაა, ხოლო 1 600 კვ.მ-ზე საპარკინგე სივრცე მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით არის აშენებული.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონებში ტურიზმისა და მასპინძლობის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „გრიინ საიდმა“ გონიოში, ახალი აპარტ ოტელი გახსნა. მსგავსი მაღალი კლასის აპარტ ოტელის მშენებლობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი თანამშრომლობა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას”, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში