აჭარის უმაღლეს საბჭოში, „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ განხილვა მიმდინარეობს

აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ განხილვა მიმდინარეობს.

ბიუჯეტის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარით განისაზღვრა, რომელიც ჯანდაცვის, სოციალური პროექტებისა და განათლების მიმართულებით იქნება გათვალისწინებული.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 726 553 700 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 649 100 000 ლარით განისაზღვრა. 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 7 519 300 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 5 763 200 ლარი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 139 815 900 ლარი; აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 51 255 000 ლარი; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 140 621 700 ლარი; აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 32 014 600 ლარი“,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის განცხადებით კი, 2024 წლის ბიუჯეტი თანამდებობის პირებზე არის მორგებული და არა მოსახლეობაზე. მათივე თქმით, ბიუჯეტში არ არის ასახული სოციალური პროგრამები და უმუშევრობის დაძლევის გზები.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება