გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო - არ მგონია, ჩამოუსწროს

ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მელიამ ხაბეიშვილს დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას“.

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა" დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე- იურე ეს როგორ გაფორმდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა,ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას. ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი- მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი“. მთავარია ის, რომ ის პროცესი რასაც „ნაცმოძრაობის“ დანგრევა ჰქვია, დასრულდა, ახლა რა მოხდება, ორი "ნაცმოძრაობა" იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა“ შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს. ამ ორივე „ნაცმოძრაობას“ დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. ესაა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს