არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობიდან“ მელიას გასვლაზე - ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა - ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ოპოზიციას დაბალი აქვს

ამას გადაწყვეტილებას ვერც დავარქმევთ, ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე ნიკა მელიას მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია „ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას".

„თან უნდა დავაკვირდეთ ვინ არის ნიკა მელია. მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა, არ გადავიხდი ჯარიმასო და გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა. ანუ ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას. მის განცხადებაში კიდევ ერთი წამოცდენა იყო, მან თქვა, მთავარია რაოდენობაო, ეს იყო ერთგვარი აღსარება ე.წ. ახალი პარტიის შექმნის წინ, ანუ მიდის ოპოზიციის შიგნით ვაჭრობა რაოდენობებით, საზოგადოებას და მოქალაქეებს არ აღიქვამენ როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს, არ აღიქვამენ როგორც საზოგადოებას, ვინც აფასებს ამ ყველაფერს და ახსოვს, რას ამბობდნენ და აკეთებდნენ წარსულში, მხოლოდ რაოდენობებზე საუბრობენ შიგნით. რეალურად ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ამ ოპოზიციას აქვს დაბალი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი