შოთა შალელაშვილი - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური ჭაობის წიაღში დაიწყო ჯანსაღი ძვრები - ვიმედოვნებ, ნიკა მელიას მიერ შექმნილი მოძრაობა ბიძგი იქნება, წერტილი დაესვას ამომრჩევლის შეურაცხყოფას

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილის იმედოვნებს, რომ ნიკა მელიას ახალი მოძრაობა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ „წერტილი დაესვას საზოგადოების და ამომრჩევლის შეურაცხყოფას“.

აღნიშნული განცხადებით შოთა შალელაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას პარტიის დატოვებისა და ახალი პარტიის შექმნის შესახებ.

„მინდა გამოვეხმაურო ნიკა მელიას განცხადებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის წიაღში დაიწყო ჯანსაღი ძვრები.

ვიმედოვნებ, ნიკა მელიას მიერ შექმნილი ახალი მოძრაობა, კიდევ ერთი ბიძგი და გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ წერტილი დაესვას საზოგადოების, ამომრჩევლის შეურაცხყოფას, „ქოცსა“ და „ნაცს“ შორის და დაასრულებს 30 წლიან წრეზე ტრიალს. წარმატებას ვუსურვებ ნიკასა და მის გუნდს“, - აცხადებს შოთა შალელაშვილი,რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს