შოთა შალელაშვილი დაიბადა 1959 წლის 19 ივნისს, სამტრედიაში. 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
1976–1978 წლებში იყო სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა; 1984–1985 წლებში მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს უფროსი; 1985–1987 წლებში სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987–1989 წლებში სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე.
დირექტორისა და დამფუძნებლის თანამდებობები
1989–1991 წლებში იკავებდა ასოციაცია „საქართველოს“ სამტრედიის ფილიალის დირექტორის თანამდებობას. 1991–1993 წლებში იყო მოსკოვის კომერციული ბანკის „პროგრეს-ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი. 1993 წლიდან სხვადასხვა კომპანიებში იკავებდა დირექტორის თანამდებობას:
1993–1995 — მრავალდარგობრივი კომპანია „სოფა“;
1995–1999 — კომპანია „ინტერი“;
2000–2002 — „დაგრეგო“;
2002–2005 — შპს „ოპალლი“;
2005–2009 — „ტრანსსერვისი“;
2009–2014 — შპს „სანტრეა“
2014–2015 — შპს „სავინიონი“.
პოლიტიკური საქმიანობა
2016–2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. იყო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 2019 წლის მარტში „მრეწველების“ ფრაქცია დატოვა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დაწყებული უთანხმოების გამო მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. 10 სექტემბერს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართა და მიზეზად „სამეწარმეო საქმიანობა“ დაასახელა.
2023 წლის 21 მაისს დააარსა პარტია „თაობები საქართველოსთვის“ და განაცხადა, რომ აპირებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე, 4 შვილი და 15 შვილიშვილი