საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- შიდა პარტიული გარჩევები არახალია, შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ჰიტლერის მიერ მოწყობილი „გრძელი დანების ღამე“ ან კიდევ სტალინისეული ბუხარინის, ზინოვიევის, კამენევის პროცესები, სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობა და სხვა. ხისტად ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში პირველ პლანზე გამოდის შიდაპარტიული კონკურენცია, სადაც ყველა მაღალჩინოსანი არის ერთიანი დავალების შემსრულებელი. მისი თავისუფლების ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი და გამოიხატება მხოლოდ იმაში, გადააჭარბებს თუ არა იგი მისთვის დაწესებულ კორუფციის ზღვარს.
ხისტად ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში პირველ პლანზე გამოდის შიდაპარტიული კონკურენცია, სადაც ყველა მაღალჩინოსანი არის ერთიანი დავალების შემსრულებელი. მისი თავისუფლების ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი და გამოიხატება მხოლოდ იმაში, გადააჭარბებს თუ არა იგი მისთვის დაწესებულ კორუფციის ზღვარს
ეს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი სისტემაა და საუკუნეების მანძილზე მმართველნი ნახსენებ ზღვარს აჭარბებდნენ ხოლმე. ასეთ სისტემაში უკლებლივ ყველა მაღალჩინოსანი მმართველი სისტემის მძევალია და ის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს.ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გრიგოლ ლილუაშვილი ამ შიდაპარტიული ხისტი კონკურენციის მსხვერპლნი არიან.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გრიგოლ ლილუაშვილი ამ შიდაპარტიული ხისტი კონკურენციის მსხვერპლნი არიან
რა თქმა უნდა, ეს პროცესები საზოგადოებაშიც და პარტიის რიგით წევრებშიც გაურკვევლობისა და დაუცველობის სინდრომს აჩენს, რაც, რასაკვირველია, პარტიის რეიტინგზე დიდ გავლენას ახდენს. მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეშვა. ისიც მეჩვენება, რომ პარტიის მთავარ ეშელონებში სტრატეგიისთვის ჯერ არ სცალიათ, მთავარია შიდაპარტიულ ბრძოლაში გამარჯვება, რაც თვითგადარჩენის ტოლფასია.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეშვა. ისიც მეჩვენება, რომ პარტიის მთავარ ეშელონებში სტრატეგიისთვის ჯერ არ სცალიათ, მთავარია შიდაპარტიულ ბრძოლაში გამარჯვება, რაც თვითგადარჩენის ტოლფასია
- მეჩვენება, რომ თქვენი და მრავალი ანალიტიკოსის მსჯელობა მხოლოდ ნაწილობრივ სწორია. „მამუკა მდინარაძე გაუშვეს“, შეესაბამება კი ეს თეზისი სიმართლეს?
ზნეობაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მამუკა მდინარაძე თავის, აწ ყოფილ, თანაგუნდელებზე გაცილებით უფრო ჭკვიანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი, ალბათ სამართლიანად, ირაკლი კობახიძის მარჯვენა ხელად აღიქმებოდა და მისმმა წასვლამ პრემიერ მინისტრის ფიგურა კიდევ უფრო დააეულა.
ამიტომ მართებულია კითხვა, ხომ არ ემზადება „გენერალ-მაიორი“ მდინარაძე ახალი თავგადასავლისთვის? ან ხომ არ ცდილობს იგი ჩამოშორდეს შიდაპარტიულ ფრაქციას, რომლის სტრატეგიული მომავლის არ სჯერა? ფაქტი სახეზეა, რომ ბატონი მდინარაძე ეხლა მყიფე წონასწორობაშია და პოლიტიკური ქანქარა ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ მხარეს შეიძლება გადაიხაროს.
ხომ არ ემზადება „გენერალ-მაიორი“ მდინარაძე ახალი თავგადასავლისთვის? ან ხომ არ ცდილობს იგი ჩამოშორდეს შიდაპარტიულ ფრაქციას, რომლის სტრატეგიული მომავლის არ სჯერა? ფაქტი სახეზეა, რომ ბატონი მდინარაძე ეხლა მყიფე წონასწორობაშია და პოლიტიკური ქანქარა ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ მხარეს შეიძლება გადაიხაროს
- მეჩვენება, რომ თქვენს მიერ დასახელებული თანხა საქართველოს მთავრობისთვის შეღავათიანია. სინამდვილეში საუბარი 400 მილიონზეა.
საერთოდ, ნამახვანის პროექტი თავიდანვე ძალიან რთული და საკამათო იყო როგორც ინჟინრულად, ასევე პოლიტიკურად. კონტრაქტორის შერჩევაც გაუგებარი იყო. ძალიან უცნაური და, არ მოვერიდები, ვიტყვი, მოღალატეობრივი იყო რუსეთიდან ინსპირირებული, რაშიც დარწმუნებული ვარ, საპროტესტო ტალღაც. არავინ დასჯილა და ამას სერიოზული მეზეზები აქვს.
ნამახვანის პროექტი თავიდანვე ძალიან რთული და საკამათო იყო როგორც ინჟინრულად, ასევე პოლიტიკურად. კონტრაქტორის შერჩევაც გაუგებარი იყო. ძალიან უცნაური და, არ მოვერიდები, ვიტყვი, მოღალატეობრივი იყო რუსეთიდან ინსპირირებული, რაშიც დარწმუნებული ვარ, საპროტესტო ტალღაც. არავინ დასჯილა და ამას სერიოზული მეზეზები აქვს
როგორ გამოძვრება მთავრობა ამ ჩიხიდან, არ ვიცი. ამ თემას დიდი ანალიზური ინტერვიუ უნდა დაუთმოთ. ეხლა მეტს არაფერს ვიტყვი.
- ანალიტიკოსები, რომლებიც საქართველოს რუსული ფულის სამრეცხაოდ აცხადებენ, ვერ ითვალისწინებენ მასშტაბს, ასე ვთქვათ, ეკონომიკების თანაფარდობას, თორემ რუსული ფულის გასარეცხად მთელი ევროპა არ არის საკმარისი და პუტინი გამოსავალს ჩინეთში ეძებს.
რასაკვირველია, რუსული ფული, ოღონდ კერძო პირების ფული, საქართველოში შემოდის. აბა, ამდენ რუსს ჭამა-სმა, ჩაცმა და ძილი ხომ უნდათ. ოღონდ ეს უფრო კერძო ინიციატივაა, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკა. ეს ფული უმნიშვნელოდ აძლიერებს ქართულ ეკონომიკას, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მანქანა ინფრასტრუქტურული პროექტებია.
რუსული ფული, ოღონდ კერძო პირების ფული, საქართველოში შემოდის. აბა, ამდენ რუსს ჭამა-სმა, ჩაცმა და ძილი ხომ უნდათ. ოღონდ ეს უფრო კერძო ინიციატივაა, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკა. ეს ფული უმნიშვნელოდ აძლიერებს ქართულ ეკონომიკას, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მანქანა ინფრასტრუქტურული პროექტებია
- ურთულეს კითხვას მისვამთ, რომელზეც პასუხი ვანგას თუ ექნებოდა, მაგრამ ცოცხალი აღარ არის.
საერთოდ, მდგრადი პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელია მსოფლიოში ეკონომიკურ-პოლიტიკური წონასწორობის პირობებში, თორემ ეხლა არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუნდაც როგორ და როდის დასრულდება რუსულ-უკრაინული ომი.
ამ გაურკვევლობას კიდევ უფრო ამწვავებს ტრამპის არაპროგნოზირებადი პიროვნება და პოლიტიკა. ფაქტი სახეზეა - ტრამპმა ვერსად, თუ არ ჩავთვლით ვენესუელას, ვერც ირანში, ვერც რუსეთსა და უკრაინაში, ვერც კანადაში და ვერც გრენლანდიაში თავის მიზნებს ვერ მიაღწია, თუნდაც იმიტომ, რომ მას ენა უსწრებს ქმედებას. ამიტომ საქართველოში მდგრადი საგარეო პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2028 წლის შემდეგ, როცა დადგება „პოსტრამპისეული“ ეპოქა.
საქართველოში მდგრადი საგარეო პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2028 წლის შემდეგ, როცა დადგება „პოსტრამპისეული“ ეპოქა.
ეხლა კი საქართველო პატარა ნავია, რომელიც ცდილობს გადარჩეს აზვირთებულ პოლიტიკურ ოკეანეში. ევროპელი ლიდერებიც პოზიციაც ნუ გაშინებთ. მათი მიდგომა მყისიერად შეიცვლება, როცა საქართველოში შეიცვლება შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკა.
საქართველო პატარა ნავია, რომელიც ცდილობს გადარჩეს აზვირთებულ პოლიტიკურ ოკეანეში. ევროპელი ლიდერებიც პოზიციაც ნუ გაშინებთ. მათი მიდგომა მყისიერად შეიცვლება, როცა საქართველოში შეიცვლება შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკა
- მას შემდეგ რაც რუსეთში გადაიხვეწა, ყოფილი პროკურორის გვარი გახდა რომანოვ-ფარცხალაძე და არა პირიქით.სერიოზულად კი დღევანდელ მდგომარეობას რომერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ ბრძნული სიტყვებით უნდა შევხედოთ: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ანდრო გოცირიძეს და ძალიან მომეწონა მისი ინტერვიუ: ბრძნული და ზომიერი. იგი მართალია, რუსეთთან დაახლოვება საქართველოს ყოველთვის დიდ, ხშირად კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა. ეს არახალია და ჯერ კიდევ ვახრანგ მეექვსის ეპოქიდან მოდის.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ანდრო გოცირიძეს და ძალიან მომეწონა მისი ინტერვიუ: ბრძნული და ზომიერი. იგი მართალია, რუსეთთან დაახლოვება საქართველოს ყოველთვის დიდ, ხშირად კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა. ეს არახალია და ჯერ კიდევ ვახრანგ მეექვსის ეპოქიდან მოდის
ის ზიანი, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს მოუტანა, თავის დროზე მშვენივრად გააანალიზა ლაშა ბუღაძემ. საქართველომ დიდთურქობას გაუძლო, გაუძლებს თუ არა „გიორგიევსკის ტრაქრატს“ ნომერ ორს, საკითხავია.
საქართველომ დიდთურქობას გაუძლო, გაუძლებს თუ არა „გიორგიევსკის ტრაქრატს“ ნომერ ორს, საკითხავია
რუსეთი ტრადიციულად ზრდის თავის წიაღში ქართული ტახტის მემკვიდრეს. გახსოვთ, ალბათ, როგორ ჰქონდათ ფსონი იგორ გიორგაძეზე დადებული. ვერც ერთხელ ვერ ჩამოვიდა საქართველოში. მეჩვენება, რომ იგივე ბედი ბატონ რომანოვს, უკვე დეფისის გარეშე, ფარცხალაძის გამოკლებით, ელოდება.ჩვენ ჩვენ თავს და არა რუსეთს უნდა ვუცქიროთ. შიდა პრობლემებიც თავზე გადმოგვდის.
- საბჭოთა კავშირი არა სოლჟენიცინმა, არა სახაროვმა, არამედ ჩუმმა, სამზარეულოებში ჩაკეტილმა, მაგრამ მასიურმა პროტესტმა დაშალა. ბატონ აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს. მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება.
საბჭოთა კავშირი არა სოლჟენიცინმა, არა სახაროვმა, არამედ ჩუმმა, სამზარეულოებში ჩაკეტილმა, მაგრამ მასიურმა პროტესტმა დაშალა
ამიტომ ნუ გაშინებთ ოპოზიციური ფრთის, მაპატიეთ გამონათქვამისთვის, საჭურისობა. ქართველო ერი არც ისე დაკნინებულა, რომ ღირსეული შვილი არ გამოჩეკოს. ვიყოთ ზომერი პესიმისტური ოპტიმისტები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი