შოთა შალელაშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში

„თაობები - საქართველოდან“ ლიდერის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას.

როგორც შალელაშვილი აღნიშნავს, ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა და უბრალოდ, აქტიურად არ იყო პოლიტიკაში ჩართული. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის ბოლო მცდელობა 2019 წელს ჰქონდა, ახლა კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი „მისი გარემოცვის და მისი სურვილების“ მძევალია, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს.

შალელაშვილის თქმით, ახლა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან დაკავშირებაც რომ სცადოს, თავად ივანიშვილისთვის არ იქნება საინტერესო მასთან კომუნიკაცია, რადგან ის გამოსავალს არ ეძებს.

„მე დავტოვე „ქართული ოცნება“ და არც ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. 2020 წელს რატომღაც მეგონა, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნებოდა და თუ ხელისუფლებას ვერ გაუშვებდნენ სახლში, რაღაც გავლენა ექნებოდა. ოპოზიციამ მოლოდინიც ვერ გააჩინა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვლებოდა. არ შემიძლია გულგრილად ვუყურო კიდევ ოთხი წლით ისევ ამ ჭაობში დარჩენას და შემდეგ ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი წლით. ამან განაპირობა [პოლიტიკაში გააქტიურება]“, - აცხადებს შალელაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „თაობები - საქართველოდან“ ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე