კომპანია „რინოქსი“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განახორციელეს.
„რინოქსი“ მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დანიშნულების ფართების დიზაინსა და რემონტს. კომპანია სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ინტერიერის დიზაინი, სრული სარემონტო მომსახურება, ავეჯის დამზადება.
განხორციელებულ სამუშაოებზე 1-წლიანი საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, რაც დამატებით უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, შედეგის სტაბილურობასა და გამძლეობას.
კომპანიის პორტფოლიოში 430-ზე მეტი დასრულებული პროექტია, მათ შორისაა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა შეკვეთილში მდებარე კაფე „დელ მარის“, აუზის, გასახდელების, პავილიონისა და ზღვის პირველ ზოლში არსებული 12 ვილის სრული რემონტი, კლინიკა „მედის“ დიზაინი და რემონტი, „კრწანისი ვილა რეზიდენსის ტერიტორიაზე არსებული როგორც საცხოვრებელი ბინების, ასევე რესტორან „მარანისა” და სპას სრული რემონტი და დიზაინი.
„რინოქსის“ გუნდი დამკვეთთან შეთანხმებით, თავად უზრუნველყოფს სარემონტო მასალების შეძენას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს, ასევე, დამკვეთს წინასწარ აქვს დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც შეუძლიათ Rinox-ის გუნდს ანდონ საკუთარი სივრცის დიზაინი და რემონტი. მათთვის კომპანიას სპეციალურად მორგებული რეპორტინგის სისტემა აქვს, ყოველი კვირის ბოლოს ისინი დეტალურ ინფორმაციას იღებენ საკუთარ ბინაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
კომპანია აქტიურად აგრძელებს განვითარებასა და პორტფოლიოში ახალი პროექტების დამატებას , რაც დაეხმარებათ წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში. Rinox-ის წარმატების უკან, პირველ რიგში, ადამიანებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი დგას. დღეს კომპანია 30 პროფესიონალს აერთიანებს და ზრდას კვლავ აგრძელებს.
და ბოლოს, რატომ რინოქსი?
სანდოობა - 10 წლიანი წარმატებული საქმიანობა სარემონტო და დიზაინის სფეროში.
დროულობა - პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულება.
მოქნილობა - დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა.
გამჭვირვალობა - დამკვეთისთვის ყველა ტიპის ინფორმაციის გაზიარება.
ეფექტურობა - მაღალი ხარისხის შედეგი.
დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
„რინოქსის“ გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოების სანახავად, ეწვიეთ პორტფოლიოს: პორტფოლიო - სარემონტო კომპანია
(R)