შოთა შალელაშვილი - 30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე - მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა!

30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა! - ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

შალელაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს 1/8 ფინალში გასვლა მიულოცა და დიდი გამარჯვება უსურვა მათ.

„დღეს ჩვენს ფეხბურთის გუნდს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან.

ქვეყნის მოქალაქეების ვალი იყო შეგვექმნა პირობები თქვენთვის, ეს პირობები გამოიხატება საყოველთაო სიყვარულში და მხარდაჭერაში, რომლითაც თითოეულმა ჩვენთაგანმა უანგაროდ დაგაჯილდოვეთ და ეს ყველაფერი თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ. მთელი საქართველო დღეს თქვენ შემოგცქერით და ელოდება ეროვნულ დღესასწაულს.

იმ სასწაულისათვის, რასაც 1/8 ფინალში გასვლა ჰქვია, უდიდესი მადლობა, შეუძლებელი შეძელით.

ჩვენ მხოლოდ წარმატებას და დიდ გამარჯვებას გისურვებთ, დანარჩენი თქვენზეა, თქვენ უნდა ითამაშოთ და გაიმარჯვოთ!

ჩვენ დღეს ვართ ერთი ოჯახი, ჩვენთვის თითოეული თქვენი თამაში ფინალს ჰგავს. გუნდი არ არის მხოლოდ ის, ვინც მოედანზე თამაშობს, ეს არის დიდი, უზარმაზარი ოჯახი.

30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა!“- განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია