შოთა შალელაშვილი - როცა გვყავს პრემიერი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი, რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?!

როდესაც გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი, რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?! - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთს და აშშ-ს ესვრიან „ქვას“, დაე ჰკითხონ თავიანთ თავს, რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ქვეყანას! - ამ განცხადებას პარტია “თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი ავრცელებს.

შალელაშვილი “დამღუპველ ნაბიჯად” აფასებს დასავლეთის კურსიდან გადახვევას და ასევე, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინეთის შემოყვანას.

„თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ არ მინდა ზიანი მივაყენო ქვეყანას და კერძოდ ხელისუფლებას, ამიტომ გთხოვთ ჩემი შემდეგი სიტყვები განვიხილოთ როგორც ობიექტური შეფასება იმისა, რასაც ბატონი პრემიერიდან და მისი გუნდიდან ვისმენთ.

პოლიტიკა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის ურთიერთობების ბალანსი, ურთიერთობებში ჩადებული ინვესტიცია, რათა მივიღოთ პოლიტიკური კაპიტალი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს გავლენის ინსტრუმენტები. რასაც დავთესთ იმას მოვიმკით.

საქართველო და განსაკუთრებით ხელისუფლება, მკაცრად არიან დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების კურსზე, რომლიც ჩვენი სიცოცხლისუნარიანობას მხარს უჭერს, რესურსებით (ფინანსები, იარაღი, ინფორმაციის მხარდაჭერა, დაზვერვა, და ა.შ.) გვამარაგებენ, ჩვენი ქვეყნისთვის სუპერ კონტრპროდუქტიული იქნება მათ "წინააღმდეგ", უაზრო და დამღუპველი ნაბიჯების გადადგმა როგორიცაა ჩინეთის შემოყვანა ანაკლიის პორტში და დასავლეთის კურსიდან გადახვევა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტრატეგიულ მიზნებზე და არა იმაზე, მოგვწონს თუ არა ზოგიერთი ევროკავშირის ზოგიერთ პარლამენტარების გამონათქვამი, უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ევროპის რიგ ქვეყნებს აშკარად ცალსახა პოზიცია აქვთ დაგვიმეგობროს და დაგვაახლოვოს დასავლურ ცივილიზაციას.

დღეს საქრთველოს არ გააჩნია სტაბილურობა და რესურსი, რომელიც საკმარისია საკუთარი თვითმყოფადობისათვის, და განსხვავდება "კოლექტიური დასავლეთის" აზრისგან. ეს არის რეალობა.

თუ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა (განვმარტოთ, სახელმწიფოებმა) მხარი დაგვიჭირონ ასეთ მომენტებში, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ ეს უნდა შექმნას განსხვავებული ინტერესთა ბალანსი.

და როდესაც ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არა ერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი - რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?!” – აცხადებს შოთა შალელაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო