„სენა ავტო ჯგუფი“— ავტომწარმოებელი კომპანია Chery-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში — მომხმარებელს სთავაზობს ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოდელს, Chery Tiggo 7 4x4-ს. სრული ამძრავის (4x4) სისტემის მქონე ეს ავტომობილი სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისთვისაც პირველ ადგილზე დგას მგზავრთა უსაფრთხოება, კომფორტი და ნებისმიერ გზაზე თავდაჯერებული გადაადგილება.
რატომ არის Chery Tiggo 7 4x4 იდეალური არჩევანი ოჯახისთვის
Chery Tiggo 7 4x4 იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის: ტევადი სალონი, უახლესი უსაფრთხოების სისტემები, ინოვაციური ტექნოლოგიები და 4x4 სისტემა უზრუნველყოფს, რომ თქვენმა ოჯახმა იმოგზაუროს მშვიდად და უსაფრთხოდ — როგორც ქალაქის პირობებში, ისე უგზოობასა თუ რთულ კლიმატურ გარემოში.

სპეციალური შეთავაზება „სენა ავტო ჯგუფისგან “ - 20 წლის იუბილის აქცია
კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით „სენა ავტო ჯგუფი“ იწყებს სპეციალურ აქციას! სამგზავრო თავგადასავლების კიდევ უფრო სასიამოვნო დასაწყისისთვის, Chery Tiggo 7 4x4-ის შეძენისას მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:

100-ზე მეტი გაყიდვა და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი
კომპანიის მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები და სრულფასოვანი მომსახურება. 2025 წლის ბოლოდან დღემდე უკვე გაიყიდა 100-მდე ავტომობილი, რაც ახალი ბრენდისთვის მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.

გარანტია, ავტორიზებული სერვისი და მოქნილი დაფინანსება
„სენა ავტო ჯგუფის“ ძირითადი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხისა და ოპტიმალური ღირებულების ავტომობილები სრული ქარხნული გარანტიითა და ავტორიზებული სერვისით. Chery Tiggo 7 4x4-ზე ვრცელდება მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტები: შიდა განვადება, ფინანსური და საოპერაციო ლიზინგი პარტნიორ ბანკებთან ერთად, ასევე Trade-in პროგრამა, რაც საშუალებას გაძლევთ, ძველი ავტომობილი ახალი, თანამედროვე კროსოვერით ჩაანაცვლოთ.

გამოსცადეთ Chery Tiggo 7 4x4 ტესტ-დრაივზე
იმისათვის, რომ პირადად დარწმუნდეთ ავტომობილის კომფორტში, მართვადობასა და უსაფრთხოებაში, „სენა ავტო ჯგუფი“ გეპატიჟებათ ტესტ-დრაივზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს. ეწვიეთ Chery-ის ოფიციალურ შოურუმს, გამოსცადეთ ავტომობილი საყვარელ ადამიანებთან ერთად და გახადეთ თქვენი ყოველდღიური მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო.
Chery — შენი ოჯახისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cherygeorgia.com — ან დაგვიკავშირდით: 032 255 57 57 / 577 21 15 15.
(R)