გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!

სოკარის მასშტაბური გათამაშება ოფიციალურად დასრულდა - კამპანია, რომელმაც სამი თვის განმავლობაში ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურ მგზავრობას მეტი ემოცია, მოლოდინი და გამარჯვების შესაძლებლობა შესძინა.

გათამაშებაში 370 000-ზე მეტი ბილეთი მონაწილეობდა. მთავარი პრიზების მოლოდინის პარალელურად, მომხმარებლებს ყოველდღიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, სოკარის სადგურებზე საწვავის ჩასხმისთანავე მოეგოთ მომენტალური საჩუქრები - კამპანიის განმავლობაში ჯამში 9,200 მომენტალური პრიზი გათამაშდა.

გათამაშების მთავარი იდეა კი მხოლოდ მოგება არ ყოფილა. კამპანიის მთავარი გზავნილი გამარჯვება გაზიარებით იწყება გათამაშების ერთ-ერთ მთავარ მექანიკად იქცა: მომენტალური პრიზის მფლობელს შეეძლო, საკუთარი საჩუქარი სრულიად უცნობი ადამიანისთვის გადაეცა და გამარჯვების ემოცია სხვასთანაც გაეზიარებინა. სანაცვლოდ მონაწილე მთავარი გათამაშებისთვის დამატებით 5 ბილეთს იღებდა.

ამ შესაძლებლობით მომენტალური პრიზის გამარჯვებულთა 12%-მა ისარგებლა და საკუთარი საჩუქარი სხვას გაუზიარა. სწორედ ამ მექანიკამ აქცია გაზიარება კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად და გამარჯვების იდეას დამატებითი ემოციური მნიშვნელობა შესძინა.

დამატებითი უპირატესობით სარგებლობდნენ SOCAR Prime-ის გამომწერებიც - ისინი ყოველ ჩასხმაზე ორმაგ ბილეთებს იღებდნენ და მთავარი პრიზების მოგების შანსს კიდევ უფრო ზრდიდნენ.

კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 10 სექტემბერს დადგა. პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც სოკარის გათამაშების მთავარი პრიზები მოიგეს:

  • 92 მ2 ახალაშენებული ბინა საბურთალოზე „თეთრ კვადრატის“ დასრულებულ კომპლექსში
  • ახალი ელექტრომობილი AIQAR eQ7
  • 3 ფულადი პრიზი - თითოეული 10 000 ₾-ის ოდენობით

სოკარი ულოცავს ყველა გამარჯვებულს და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიურობის, ჩართულობისა და იმ განსაკუთრებული ენერგიისთვის, რომელიც ამ კამპანიას სამი თვის განმავლობაში ახლდა.

გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები უკვე გადაეცათ და გათამაშების სამთვიანი კამპანია ოფიციალურად დასრულდა.

370 000-ზე მეტი ბილეთი, ათასობით მოგებული საჩუქარი და უამრავი გაზიარებული ემოცია - თუმცა ამ გათამაშების მთავარი შედეგი მხოლოდ ციფრები არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტებია, როდესაც ერთი ადამიანის გამარჯვება მეორის სიხარულის მიზეზიც ხდება. სწორედ ამ იდეამ გააერთიანა მთელი კამპანია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ის არის, რომელსაც სხვასაც უზიარებ.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!