შოთა შალელაშვილი  - რიგი მიზეზების გამო არ მგონია, რომ მთელი საქართველო და ოპოზიციური სპექტრი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანდება, დოკუმენტი დასამუშავებელია და ღირს ამაზე ფიქრი

რიგი მიზეზების გამო მე არ მგონია, რომ მთელი საქართველო და მთელი ოპოზიციური სპექტრი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანდება, დოკუმენტი დასამუშავებელია და ღირს ამაზე ფიქრი, - ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი აცხადებს.

შალელაშვილის თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება და „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერს.

„მე ქალბატონი პრეზიდენტის ქარტიას მივესალმები და ხელს ვაწერ ყველა პუნქტს. მზად ვარ ჩავერთოთ ამ პროცესში, მაგრამ არის სამი ძირითადი კითხვა, რომელიც დასამუშავებელია.

პირველ რიგში ის, რომ ამ პროცესს ხალხის ნდობა უნდა ჰქონდეს და ეს ნდობა უნდა მოვიპოვოთ. მეორე - ამ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა და პარტიები რომლებიც გადალახავენ ბარიერს და მოხვდებიან პარლამენტში დაემორჩილებიან თუ არა ამ ქარტიას. მესამე - ჩნდება კითხვა, რომ პატარა პარტიები რომლებიც ვერ გადალახავენ ბარიერს რით უნდა დაეხმარონ ქარტიას და რატომ უნდა იზრუნონ ქარტიის წინსვლაზე.

რიგი მიზეზების გამო მე არ მგონია, რომ მთელი საქართველო და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამის ირგვლივ გაერთიანდება. დოკუმენტი დასამუშავებელია და ღირს ამაზე ფიქრი.

მისასალმებელია ეს ერთიანობა და კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა ჩვენს პრეზიდენტს. იგი იბრძვის, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი შეკრას და ეს ხელისუფლება წავიდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით სახლში.

მე ვფიქრობ, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები ამისთვის უნდა იყოს გაერთიანებები მაგრამ მე ერთი გაერთიანების წინააღმდეგი ვარ, რადგან ერთ გაერთიანებას რასაც თქვენ საერთო სიას ეძახით გამოიყენებს ხელისუფლება ძალიან ცუდად და თითქმის განწირული იქნება მარცხისთვის. მაგრამ 3-4 კლასტერი რომ შეიქმნას (2 უკვე არის ნაციონალური მოძრაობის და ოცნების სახით) კიდევ ორი ცენტრი თუ გაჩნდება ვფიქრობ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგება. ამ ყველაფრის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ქარტია განხორციელებადი გახდება“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, "ყველა პატარა პარტიას უნდა დაეთმოს ადგილი მესამე და მეოთხე კლასტერში, ამის მიღწევის შემდეგ გამარჯვება გარდაუვალი იქნება".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია