„სმარტში“ „Trucillo-ს იტალიური ყავის აქციების სეზონი დაიწყო. 17 სექტემბრიდან მომხმარებლებს იტალიური ყავის პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლება და „ვისოლისა“ და „სმარტის“ აპლიკაციაში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს. ამავე პერიოდში საქართველოს Trucillo-ს მესამე თაობის წარმომადგენლები — ჩეზარე და ანტონია ტრუჩილოები ეწვივნენ, რათა „სმარტსა“ და Trucillo-ს შორის 16-წლიანი პარტნიორობის ახალი ეტაპი ერთად აღნიშნონ.
„Trucillo-ს იტალიური ყავის აქციების სეზონის ფარგლებში „ვისოლისა“ და „სმარტის“ აპლიკაციაში მომხმარებლებს „3+1“ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ, რომლის საფუძველზეც, 2 კვირის განმავლობაში Trucillo-ს ნებისმიერი სამი ყავის შეძენისა და აპლიკაციის გატარების შემთხვევაში, მეოთხე - „ამერიკანოს“ - საჩუქრად მიიღებენ. საჩუქრის გამოყენებას კი 1 კვირის განმავლობაში შეძლებენ.
„სმარტში“ Trucillo-ს იტალიური ყავა პირველი მარკეტის გახსნიდან - 2010 წლიდან არის ხელმისაწვდომი. 1950 წელს სალერნოში დაწყებული საოჯახო ბიზნესი დღეს უკვე მესამე თაობის წარმომადგენლების მიერ იმართება და იტალიური ესპრესოს ტრადიციას ევროპის, ამერიკისა და აზიის 40-ზე მეტ ქვეყანაში ავრცელებს.
„ყავა იტალიური კულტურის ნაწილია. ესპრესო ყოველდღიური ცხოვრების რუტინას განსაზღვრავს. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Trucillo-ს ისტორია და იტალიური ყავის კულტურა უკვე 16 წელია საქართველოს მომხმარებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. „სმარტთან“ ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ხედვას - ხარისხიან პროდუქტს, უნიკალურ გამოცდილებასა და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას. გვახარებს ის ფაქტი, რომ Trucillo-ს ყავა საქართველოშიც ყოველდღიური რუტინის ნაწილი ხდება. შესაბამისად, აქ დაბრუნება და პარტნიორობის ახალი ეტაპის ერთად აღნიშვნა ჩვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა“, — აცხადებს ჩეზარე ტრუჩილო.

„Trucillo-სთან პარტნიორობა ჩვენთვის მხოლოდ იტალიური ყავის პროდუქტის არჩევანი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ „სმარტში“ გაჩერება მოგზაურობის ბუნებრივ და სასიამოვნო ნაწილად იქცეს, რასაც ნამდვილი იტალიური ყავა, ექსკლუზიური იმპორტის ხემსი, ცნობილი შეფის, ავთო ცეცხლაძის, რეცეპტით ნაცხობი პროდუქტები თუ გზად საჭირო სხვა პროდუქტები განსაზღვრავს. Trucillo-ს იტალიური ყავა ამ გამოცდილებას გამორჩეულ გემოსა და ხასიათს სძენს. შესაბამისად, „სმარტთან“ და Trucillo-სთან ერთად მომხმარებელს ბევრი სიახლე, სპეციალური შეთავაზებები და სასიამოვნო მოგზაურობა ელის“, — აცხადებს „სმარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზვიად მეფარიშვილი.
„სმარტი“ მომხმარებლისთვის გზაზე საჭირო ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტების მარკეტია, რომელიც დღეს საქართველოს მასშტაბით განვითარებული 55 ობიექტით „კეთილი მგზავრობისთვის“, „ვისოლთან“ ერთად ყველა პირობას ქმნის. კომფორტული და სასიამოვნო მოგზაურობის განსაკუთრებული ნაწილია Trucillo-ს იტალიური ყავაც, რომელიც მძღოლებისა და მათი მგზავრებისთვის უკვე გზაზე ყოველდღიური რიტუალის ნაწილია.
(R)