ყავის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე იტალიური ბრენდის, Trucillo-ს, მესამე თაობის წარმომადგენლები ჩეზარე და ანტონია ტრუჩილოები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში Wendy's-ის მსოფლიოში ყველაზე დიდ რესტორანს, დოლიძის ქუჩაზე, ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი Wendy's-ის ბარისტებს შეხვდნენ, გაეცნენ ყავის მომზადების პროცესს და გუნდს Trucillo-ს სიახლეები და ყავის კულტურის თანამედროვე ტენდენციები გაუზიარეს.
Wendy's-ში გამოიყენება ექსკლუზიური Trucillo-ს ბლენდი — რობუსტასა და არაბიკას უნიკალური ნაზავი, რომელიც მხოლოდ Wendy's-შია ექსკლუზიურად წარმოდგენილი საქართველოში. ეს ბლენდი გარანტიაა განსხვავებული და გამორჩეული ყავის გემოსი, რომელსაც ვერსად ვერ იპოვით — მისი ბაზაზე Wendy's-ში 20-მდე სახეობის ყავა მზადდება, რაც თითოეულ სასმელს განსაკუთრებულ ენერგიულობასა და ინტენსიურ არომატს სძენს. მათ შორისაა Wendy's-ის ახალი ვარდისფერი შოკოლადის ლატე, რომელიც ნაზი შოკოლადის გემოსა და კრემისებურ ტექსტურას აერთიანებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმის ნახვა, როგორ ხდება Trucillo-ს ყავა სხვადასხვა გემოსა და არომატის მოყვარული მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილი. Wendy's-ის გუნდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი იტალიური ყავის გემოს საფუძველი არა მხოლოდ ხარისხიანი მარცვალი, არამედ მისი სწორად მომზადება და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაცაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ექსკლუზიური ბლენდი საქართველოში Wendy's-ის სტუმრებისთვის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია,“ — აცხადებს ჩეზარე ტრუჩილო.
Wendy's-სა და Trucillo-ს თანამშრომლობა საქართველოში უკვე 13 წელს ითვლის. იტალიური ყავის ტრადიცია და Wendy's-ის ამერიკული კვების კულტურა საქართველოში ერთმანეთს ყოველდღიურად ორგანულად ერწყმის და მომხმარებლისთვის გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.
Trucillo 1950 წელს სალერნოში დაწყებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც დღეს უკვე მესამე თაობის წარმომადგენლების მიერ იმართება და იტალიური ესპრესოს ტრადიციას ევროპის, ამერიკისა და აზიის 40-ზე მეტ ქვეყანაში ამკვიდრებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: რუსუდან კბილაშვილი PR & CSR სამსახურის ხელმძღვანელი ტელ: (995 322) 915 315/250; მობ: (995 599) 320412 / E-mail: pr@wissol.ge
(R)