შოთა შალელაშვილი - რატომ ევროკავშირი? - მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები 27 სახელმწიფოსა და მის 450 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს

პარტიის, „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი ასახელებს სამ კრიტერიუმს, რასაც ქვეყნები ევროკავშირთან შეერთებისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ და ამბობს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, „თუ რატომ აფერხებს ხელისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს“.

შოთა შალელაშვილის განცხადებას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„რატომ ევროკავშირი? - მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები – როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა – 27 სახელმწიფოსა და მის 450 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

კერძოდ: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა.

ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის სამიტზე აღიარა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება, შეუერთდნენ ევროპის კავშირს, თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ სამ კრიტერიუმს:

პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს;
ეკონომიკური – აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის ფარგლებში;
სამართლებრივი – იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ძირითად მიზნებს.

აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რატომ აფერხებს ხელისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს“,- განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო