ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და რუსეთის ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს