ანა წითლიძე - შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ - მელიას განცხადება ნაკარნახევია პირადი წყენით, ამბიციით და ნარცისული დამოკიდებულებით

შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ - ვერ გეტყვით, რა არის მელიას განცხადებების მიზანი, ესაა არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევია პირადი წყენით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ყველა ადამიანი პარტიისთვის დანაკლისია, თუმცა, მათ უფრო მეტი დანაკლისი აქვთ თავიანთი წასვლით.

„რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ამას დრო, არჩევნები და ამომრჩეველი აჩვენებს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცხადია, ყველა წასული ადამიანი არის დანაკლისი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა მათი წასვლა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ განვითარდა და გაძლიერდა ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას აქვს უნიკალური თვისება ყველა ასეთი კრიზისი აქციოს შესაძლებლობად. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც ყველაზე დიდ როლს ითამაშებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ გავლენებზე მელიას განცხადებებს, წითლიძე მიიჩნევს, რომ ის ნაკარნახევი იყო პირადი წყენით და ნარცისული დამოკიდებულებით.

„ვერ გეტყვით, რა არის ამ განცხადებების მიღმა მისი მიზანი, მე შემიძლია გითხრათ, ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, პირადი ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით საკუთარ თავთან. ვწუხვარ და ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას თუნდაც შიდაპარტიულს განიცდის ისე რომ ვერ ახერხებს ბოღმის კონტროლს და უშვებს შეცდომას”, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს