საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება, სად გაუშვებს „სელფი“ 5G მომსახურებას საქართველოში პირველად - მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად „სელფის“ 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს,- ამის შესახებ „სელფი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „სელფი“ ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში.

„ამასთან, „სელფი“ იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.

ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა. კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელის აგება ხორციელდება ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით, რაც ქსელის უსაფრთხოებას განაპირობებს. „სელფი“ 5G-ს ნერგავს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვანი კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება