საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, საქართველოში პირველი ნეოსოციალური ქსელის Sfero.ge-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი არის ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის.

„ნეოსოციალური ქსელი Sfero.ge 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აუხსნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე და მოიძიონ სასურველი ვაკანსია. კომპანია, გარდა ამისა, თავად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებში, მათთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა და სტუდენტები დასაქმდნენ“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აგრძელებს დამსაქმებლებისა თუ ნეოსოცლიაური ქსელების წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრების ორგანიზებას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს