„ჯივიპი“ თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 722 მეტრი სიგრძის მოძველებული, კოროზირებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. პროექტში "ჯივიპი" 400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„თინათინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა პრიორიტეტულად, წყალარინების მოძველებულ ქსელზე დაზიანებების სიხშირიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მისი შეცვლა. აღნიშნული ქსელი ემსახურება თინათინისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, შესაბამისად მილზე დაზიანებები მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნიდა. ამ ეტაპზე თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს ბოლო ეტაპის საექსკავაციო სამუშაოები და ახალი ქსელის განშტოებების დაერთება ცენტრალურ მილზე. "ჯივიპი" აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს და შედეგად, დიდ დიღომში, თინათინისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება”, - აცხადებს ვაკე საბურთალოს რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი თემო წითლიძე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს