„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეც ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს

„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეც ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს.

ფესტივალის დღევანდელ სტუმრებს, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, ადგილზე დახვდათ "პონტოს" გმირები, თოვლის ბაბუ და გუნდა. ასევე მოეწყო ფაზლების შეჯიბრი, ილუზიონისტის შოუ და გაიმართა სახის მოხატვის აქტივობა.

როგორც "ბიბლუსი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა ანა ივანიშვილმა აღნიშნა, პროდუქცია მუდმივ რეჟიმში ივსება.

„ფესტივალის მეორე დღეც წარმატებით მიმდინარეობს. დღესაც, როგორც გუშინ, ხალხმრავლობაა. დაგვრჩა კიდევ ორი დღე, შაბათი და კვირა. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხმარებლებს, რომ ჩვენი კოლექციები მუდმივად ახლდება და თაროები ყოველთვის სავსე დაგხვდებათ", - აღნიშნა ანა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგრამას - ხვალ, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს გარდა დღევანდელი აქტივობებისა კიდევ ბევრი სიახლე ელით. კერძოდ, 14:00 საათზე დაგეგმილია ჟოზეს პრეზენტაცია, სტუმრებს ასევე დახვდებათ „პეპელას“ და „იქსესის“ მასკოტები, კრაფტის აქტივობა და მუსიკალური ნომრები გორის ქალთა და ბავშვთა გუნდის შესრულებით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და ხალხმრავლობის გამო, ფესტივალის სამუშაო დრო 22:00 საათამდე გახანგრძლივდა.

„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს.

ცნობისთვის, "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა.

ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ.

„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება