დონალდ ტუსკი - ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე

ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე, - ამის შესახებ მედიასთან საუბარში დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ტუსკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს.

„საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. მისი მოსკოვთან და პუტინთან ურთიერთობები ორგანულია და არ ვფიქრობ, რომ ჩემს რწმენას საგრძნობლად შეუძლია მისი დამოკიდებულების ცვლილება.

დღეს ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს არ ვართ,” - განაცხადა ტუსკმა.

მან აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობა ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგადაც პოლონეთმა უკრაინისადმი გადაცემული იარაღისთვის ევროკავშირისგან 800 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

პოლონეთის სავარაუდო მომავალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხისტი იქნება ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, სადაც უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღიდან ლიდერების უმრავლესობა პოლონეთის აზრს გაითვალისწინებენ ხოლმე, როდესაც საუბარი იქნება უკრაინულ საკითხებზე და როდესაც საუბარი იქნება უნგრეთსა და ორბანზე“, - განაცხადა ტუსკმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა არგუმენტებსა და მეთოდებს გამოიყენებს, რათა ორბანის დამოკიდებულების „ნეგატიური შედეგები მაინც აღმოფხვრას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება