ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება შედგა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და ნოტარიუსმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, ნინო ხოფერიამ გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებაში ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოსთან პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

„თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაცია, სანოტარო სამართლის განვითარება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია და სხვ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე შედგა. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე, ქართული ნოტარიატის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიური ურთიერთობა ქართული სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში სრული გაწევრიანებისთვის აუცილებელია ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის და ევროკავშირის წევრობა. საერთაშორისო კავშირის წევრობის პირობას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან აკმაყოფილებს.

პარტნიორად მიღების შეთანხმებას წინ უძღოდა, 2023 წლის ივლისში გერმანიის ფედერალური ნოტარიუსთა პალატის სამართლებრივი მრჩევლის, რიჩარდ ბოკის ვიზიტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში და მემორანდუმის გაფორმება გერმანულ ნოტარიატთან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება