აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, მომავალი წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები 7 საათის განმავლობაში კითხვა პასუხისა და კამათის ფონზე განიხილავდნენ. მოხსენებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

ფინანსურ დოკუმენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, მოსახლეობა „ქართულ ოცნებას” არჩევნებზე გასცემს პასუხს. მათი თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული.

„ბიუჯეტში არ არის ის, რაც მოსახლეობას აწუხებს. ბავშვებს არ აქვთ საჭმელი, საარსებო მინიმუმი, არასამართლიანია. ხალხს დანამატი მიეცით, რათა სიღარიბე დაძლიონ. სტუდენტები ბინებს ვერ ქირაობენ, გადასახადი დიდია და დახმარება სჭირდებათ. ამ ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერ.

მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის შენიშვნებს არ გავითვალისწინებო, ბატონო მინისტრო, თქვენი ეს დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ კარგად ჩანს.

ჭოროხის შემოვლითი გზა წელს დასრულდება, ამას ხუთი წელია იძახით. ხელვაჩაურის გზა ვერ დაასრულეთ, დღემდე პრობლემა რჩება, ბატონო მინისტრო, ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი.

ხულო-ზარზმის გზა 11 წელია გვესმის რომ დასრულდება. ნაგავსაყრელის პროექტი არ სრულდება, მოსახლეობას კომპენსაცია არ მიუღია, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს. უამრავი პრობლემაა რეგიონში“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოპოზიციის ბრალდებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოეხმაურა.

„ყველა ბიუჯეტის განხილვაზე თქვენ ამბობთ, რომ სიღარიბეზე არ არის საუბარი. „სიღარიბის დაძლევას ვებრძვით“ - არ არის აუცილებელი დოკუმენტში ეწეროს, ამას პასუხობს მაგალითად: მოქალაქე მიწას უფასოდ ირეგისტრირებს, რიგდება შემწეობა, „ოცნების ქალაქში“ სახლები შენდება, არა მგონია სწორი იყოთ ბატონებო თქვენი არგუმენტებით. თქვენ ჩარჩით 2003 წელში”,- აღნიშნა დავით გაბაიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება