გიორგი დოხტურიშვილმა ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა დამსწრე წევრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს უკვე განხორციელებულ და მიმდინარე, ასევე მომავალ წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე.

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე, ექვსი მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება