ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 2 წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ვფიქრობ, ევროპული საბჭო წელს მიიღებს სამართლიან, სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება

თითქმის ორი წლის მანძილზე, ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი, როგორც ჩანს, კვლავ ებღაუჭებიან გარკვეულ იმედს, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთ კვირაში, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო წელს მიიღებს სამართლიან, სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებით დაიმსხვრევა ოპოზიციის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისად არ მუშაობს.

„ამით იმსხვრევა ოპოზიციის მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით საკმარისს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანას დამსახურებულად, ღირსეულად მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ჰქონდათ ორწლიანი ე.წ. ნარატივი, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება.

მისი თქმით, უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

„ეს არის სპეკულაციური განცხადებები, რაც გვესმის ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. თქვენ გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, თუმცა არავითარი კავშირი არავის დაუნახავს ამ ორ საკითხს შორის. წელსაც, არავითარი კავშირი არ არის, ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს