პეკინში ორი ქვეყნის პარლამენტების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების შეხვედრა გაიმართა

ჩინეთში, ქალაქ პეკინში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

„საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივლისში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე.

მთავარ განსახილველ საკითხად, კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან განხილულ იქნა ორ ქვეყანაში გაცემული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ურთიერთაღიარება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დიპლომების გაცემის ხელშეწყობა.

ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლუო შუკანგის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული დელეგაციის ვიზიტს.

სრული მზაობა გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ ჩინელი კოლეგა კომიტეტის წევრებთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის სავარაუდო პერიოდად 2024 წლის პირველი ნახევარი განისაზღვრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წარმოდგენილი არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.

დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო