ლევან ხაბეიშვილი - ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელს შევხვდით - თბილისში რომ გაუვალი საცობებია და ეკოლოგიური კატასტროფა გვაქვს, ამ თემაზე ვსაუბრობდით,  რათა ნიუ-იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიის თავმჯდომარე ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელს საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით - კრისტენ კაუფმანს შეხვდა.

„ნიუ-იორკის მერიაში შევხვდით კრისტენ კაუფმანს, რომელიც არის ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელი საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით. დედაქალაქში რომ გაუვალი საცობებია და ეკოლოგიური კატასტროფა რომ გვაქვს, ამ თემაზე ვსაუბრობდით, რათა ნიუ-იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება ეკოლოგიური მიმართულებით, თუ როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს ქალაქში არ იყოს კოლაფსი. ჩვენ დავმეგობრდით, მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი დამატებითი კონტაქტი ნიუ-იორკის მერთან და ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლობირებას, მათი ინტერესებისთვის მუშაობას, თუნდაც ასეთ ლოკალურ თემებზე, როგორიც არის საცობები, ეკოლოგია, ვიმუშავებთ ყველა დიდ ქალაქში იმისთვის, რომ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილებები სხვადასხვა დიდი ქალაქების და ცხადია, წარმოუდგენელია არ გვინდოდეს გავიზიაროთ ნიუ-იორკის ეკონომიკა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Powerful management leadership and technology center-ის პრეზიდენტის, მეგი ქურდაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრებმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეკონომიკური განვითარებებისთვის. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ნიუ-იორკის მერიის საერთაშორისო დეპარტამენტთან, მათ წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო თემაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ასევე ქალთა ჩართულობაზე ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით. Powerful management leadership and technology center - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნე აშშ-ში, ღია ვარ ყველანაირ თანამშრომლობისთვის. ბატონ ლევან ხაბეიშვილის შეხვედრები არის ძალიან ნაყოფიერი, მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. ჩვენ წინ გვაქვს მრავალი შეხვედრა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გვექნება და ვიწვევთ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამერიკული გამოცდილება გაუზიაროს ადგილობრივ მოხელეებს, წავიღოთ სიახლეები და ველოდებით თანამშრომლობისთვის მათ, ვისაც სურვილი აქვს ითანამშრომლოს ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა Powerful management leadership and technology center-ის პრეზიდენტმა, მეგი ქურდაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო