ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორთან საზღვრის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორთან საზღვრის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მაკრონსა და ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, მაკრონი ნეთანიაჰუს კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, გუშინ ანონიმურმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების შესამოწმებლად. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის.

სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა “ღაზაში სამოქალაქო პირების დაცვის საჭიროებაზე და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საჭიროებას”.

“ისრაელმა საჭირო ზომები უნდა მიიღოს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ [ისრაელელი] ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის დასასრულებლად”, - აღნიშნა მაკრონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება