აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

„ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იგი „ჰამასს“ იმის დროს მისცემს, რომ ის გაიმეოროს, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.„არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია“, - განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ.

„თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა“, - აღნიშნა გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა.შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, ხოლო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც აშშ-მა ვეტო დაადო, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება