ჯონ კირბი - თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ

თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

„თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება