მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მესამე დღეა გრძელდება

მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მესამე დღეა გრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და ხალხმრავლობის გამო, ფესტივალის სამუშაო დრო 22:00 საათამდე გრძელდება.

ფესტივალის სტუმრებს, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, დღესაც სპეციალური სადღესასწაულო პროგრამა ელით.

„ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალის ვიზიტორებს თოვლის ბაბუ და გუნდა, პონტოს 6 გმირი და ილუზიონისტი დახვდებათ. 14:00 საათზე კი, ბავშვების საყვარელი გმირის - ჟოზეს პრეზენტაცია გაიმართება. 15:00 საათისთვის, სტუმრები გორის ქალთა და ბავშვთა კაპელას მოუსმენენ, ბავშვებს კი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ. მათ შორის არის სახის მოხატვის, ფლეიდოჰის, კრაფტის აქტივობები.

რაც შეეხება „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას, ორგანიზატორების განმარტებით, ის მუდმივ რეჟიმში ივსება და მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით "თიბისის" Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება