საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით - 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი ,,დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება