სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთ აქტუალურ თემას თავდაცვის ძალების კოდექსში გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის სხვადასხვა შესაძლებლობა წარმოადგენდა. სტუდენტებმა ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.

„თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. პარალელურად, ჯარისკაცები რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებს სტუმრობენ. მიმდინარე სასწავლო წელს სამხედროების მხრიდან სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებს დედაქალაქის გარდა, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, გორის, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ, სადაც ახალგაზრდებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება