დიღომში, მოსახლეობამ რეკრეაციულ ზონაში კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა

დიღომში, მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სკვერის ნაცვლად კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიას საკითხისადმი დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„რეკრეაციულ ზონაში უნდათ კორპუსის მშენებლობა, ნუთუ არ შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან, ითამაშებენ, ისეირნებენ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. გვეუბნებიან, სადაც გინდათ იქ იჩივლეთ, ჩვენ მაინც ავაშენებთ. კორპუსების ალყაში ვართ მოქცეული. ბეტონის ჯუნგლებში მოვხვდით“,- აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები, აქციის მონაწილე მზია გაბაშვილი

ადგილზე ასევე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ პიროვნებას რეკრეაციულ ზონაში კორპუსის აშენების უფლებას არ მისცემენ.

„ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, თბილისის მერია, საკრებულო არა თბილისელებს, არამედ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება. რეკრეაციულ სივრცეზე დაპირება იყო, რომ სკვერი უნდა მოწყობილიყო, თუმცა 2022 წლის გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებით, კონკრეტულ პიროვნებას მიაკუთვნეს, რომელიც კორპუსის აშენებას იწყებს. ეს არის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება. კალაძე და მუნიციპალიტეტი კონკრეტულ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება და არა მოსახლეობის ინტერესებს“,- აღნიშნა ფარულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება