ფიქრია ჩიხრაძე - ვთხოვთ ევროპულ საზოგადოებას, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ნება, რომელიც ევროპული არჩევანის მყარი მომხრეა და არ გადადონ  საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება

„ლელოს” წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, “ევროპული მარშით” ევროპულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რომ საქართველო ევროპული არჩევანის მყარი მომხრეა, ეს მხედველობაში მიიღონ და საქართველოსთვის არ გადადონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ “ ინტერპრესნიუსს” “ევროპულ მარშზე” განუცხადა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად იმართება.

„საზოგადოების ნება ძალიან ბევრჯერ გამოიხატა ამ თვალსაზრისით და ეს ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, თავად ევროპული საზოგადოებისთვისაც ეჭვგარეშეა საზოგადოების განწყობა. მათთვის საეჭვოა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ შემაფერხებელ მოძრაობებს ახორციელებდა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, მათი პარტნიორი არის ხელისუფლება, ხელისუფლებებთან ხდება ყოველგვარი გადაწყვეტილების თუ შეთანხმების მიღება და დადება. ჩვენ ვთხოვთ ამ მარშით და კიდევ სხვა მრავალი ღონისძიებით, რაც აქამდე ყოფილა, ევროპულ საზოგადოებას, რომ მიუხედავად ხელისუფლების ბევრჯერ გაურკვეველი პოზიციისა, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის ევროპული არჩევანის მყარად მომხრეა, მხედველობაში მიიღონ და კიდევ ერთხელ გაითვალისწინონ ეს გარემოება და საქართველოსთვის არ გადადონ სტატუსის მინიჭება”, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება