საბა ბუაძე - ეს არის ევროპული საზოგადოება და ამ საზოგადოებას რუსულ ორბიტაზე ვერ გადაათრევს ხელისუფლება - იმედი მაქვს, ურყევ მხარდაჭერას დაინახავენ ჩვენი პარტნიორები და იქნება სასიკეთო გადაწყვეტილება

ეს არის ევროპული საზოგადოება და ამ საზოგადოებას რუსულ ორბიტაზე ვერ გადაათრევს ხელისუფლება, მცდელობების მიუხედავად და ყველა ასეთი სიმბოლური აქტი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ “ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად არყევს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ გავაგონოთ ჩვენს პარტნიორებს, ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული საზოგადოება და ამ საზოგადოებას რუსულ ორბიტაზე ვერ გადაათრევს ეს ხელისუფლება მცდელობების მიუხედავად და ყველა ასეთი სიმბოლური აქტი მნიშვნელოვანია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ურყევ მხარდაჭერას დაინახავენ ჩვენი პარტნიორები და იქნება სასიკეთო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი საბოტაჟისა, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ეწეოდნენ“, - განაცხადა ბუაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება