ვაშინგტონში ენტონი ბლინკენისა და არაბულ-ისლამური სამიტის მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში ენტონი ბლინკენისა და არაბულ-ისლამური სამიტის მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სესიაზე მინისტრთა კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს მოწოდებას, რომ აშშ-მა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებაში უფრო ფართო როლი უნდა შეასრულოს“, - წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრას კატარის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიც დაესწრო.

სამიტის წევრებმა იმედგაცრუება გამოხატეს იმის გამო, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღო, რადგან აშშ-მა ვეტოს უფლება გამოიყენა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება