გიორგი მშვენიერაძე - გვინდოდა, „ევროპული მარშით“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს კიდევ ერთხელ გაეგონათ ქართველი ხალხის ხმა, ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით

„ევროპული მარშით“ ჩვენ გვინდოდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს კიდევ ერთხელ გაეგონათ ქართველი ხალხის ხმა, ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ იურისტმა და “ევროპული მარშის” ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი მშვენიერაძემ “ინტერპრესნიუსს” “ევროპულ მარშზე” განუცხადა.

მშვენიერაძე იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ევროკავშირი საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„15 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იმედია, იქნება საქართველოს სასარგებლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდოდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს კიდევ ერთხელ გაეგონათ ქართველი ხალხის ხმა, ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, გვინდოდა დიდი სიმბოლური მესიჯი გაგვეგზავნა საქართველოდან, ეს იქნება ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა, რაც მანამდე შეკერილა ან გაშლილა. ეს დროშა დღეს გაიშლება “ევროპის მოედანზე”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება