იუსტიციის მინისტრი ICC-ის განმწესრიგებელ ოსვალდო ზავალა გილერს შეხვდა

საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ICC-ის განმწესრიგებელ ოსვალდო ზავალა გილერთან შეხვედრისას.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე. ითქვა, რომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა რესურსის მობილიზებას, რათა დაკავების ორდერების აღსრულება მოხდეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის იმპლემენტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ომით დაზარალებულთა დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოსთან არსებული მჭიდრო, ეფექტიანი და ინსტიტუციური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს