გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ოლიმპიადამდე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს

ოლიმპიადამდე რუსი და ბელარუსი ყველა სპორტსმენი საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა შეძლონ იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების თანმიმდევრულად გაძევება, რომლებიც რაიმე სახით მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ დამპყრობლურ ომს ან რაიმენაირად დაკავშირებული არიან რუსულ მთავრობასთან და რუს სამხედროებთან”, - განაცხადა ფეზერმა.

მისი თქმით, სრულიად მიუღებელია, რომ უკრაინელ სპორტსმენებს უწევდეთ რუსებთან შეჯიბრება, რომლებიც მათი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომს უჭერენ მხარს.

„უკრაინამ და უკრაინულმა სპორტმა მსოფლიო სპორტისგან სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მომავალშიც უნდა მიიღონ,” - განაცხადა ფეზერმა.

ცნობისთვის, გუშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება მისცა ცალკეულ რუს და ბელარუს სპორტსმენს ნეიტრალური დროშიც ქვეშ მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში - იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომს აქტიურად არ უჭერენ მხარს და საკუთარი ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებთან არ არიან დაკავშირებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება