გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას შეცდომად აფასებს

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცდომად აფასებს რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას.

ამის შესახებ განცხადებები პარტიის კონფერენციაზე გაკეთდა.

კერძოდ, პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ “შეცდომა იყო პუტინის სისტემისგან უფრო ადრე არ დისტანცირება”.

ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, როლფ მიუტცენიხმა კი აღიარა, რომ მთლიანად ვერ შეაფასა პუტინის იმპერიალისტური აზროვნება. მან ასევე კრიტიკულად სოციალ-დემოკრატების რუსეთისადმი პოლიტიკა უკრაინაში შეჭრამდე. პარტიული ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ საკვანძო წინადადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი აჩვენებს, “რომ ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვაფასებდით ბოლო წლების მოვლენებს.”

ასევე აღნიშნულია, რომ “შეცდომა იყო” იმ ვარაუდისადმი მიმხრობა, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. აღნიშნულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გერმანია „ცალმხრივად დამოკიდებული გახდა რუსეთზე ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ“.

„სანამ რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობისა და ჩახშობის თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას მისდევს, არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების არანაირი ნორმალიზება იყოს. იქამდე, სანამ რუსეთში ფუნდამენტალურად არ შეიცვლება რამე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოება ორგანიზებული უნდა იყოს”, - აღნიშნულია წინადადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს