„ქარტიის პრიზი 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქარტიის პრიზი 2023“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა, აქედან ექვსი USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ 116 ჟურნალისტური ნამუშევრიდან გამოავლინა.

"ქარტიის პრიზი ავლენს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. როგორც ჟიურის წევრსა და USAID მედია პროგრამის წარმომადგენელს შემიძლია ვთქვა, რომ შემოსული იყო ძალიან კარგი ნამუშევრები, რომელთა შორისაც რთული იყო არჩევანის გაკეთება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღითი-დღე, წლიდან-წლამდე, მიუხედავად იმ რთული გარემოებებისა და ვითარებისა, რა ვითარებაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა, ისინი მაინც ახერხებენ იყვნენ ეთიკურები და მიჰყვნენ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. ჩვენთვის, USAID მედია პროგრამისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ მაშინაც კი, როცა ყველაზე რთულ თემებზე და გარემოში მუშაობ, არ უღალატო პროფესიულ სტანდარტებს და ჟურნალისტურ ეთიკას", - აღნიშნავს USAID მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში რუსუდან ცხომელიძე.

"ეს პრიზი ჩემთვის დასტურია იმისა რომ, ვამართლებ ჩემი გუნდის ნდობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ეს კონკურსი მედიისთვის, ობიექტური შეფასების კრიტერიუმებისთვის და, რა თქმა უნდა, მედიაში დასაქმებული ადამიანებისთვისაც ერთგვარი სტიმულია და დაფასებაა მათი შრომის" , - აცხადებს "ქარტიის პრიზი 2023"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ბუთა ორჯონიკიძე.

ქარტიის პრიზის მფლობელები გახდნენ: გელა მთივლიშვილი, „მთის ამბები“, კატეგორია - სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი; ბუთა ორჯონიკიძე, „ნეტგაზეთი“, კატეგორია - ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში; მარიამ მუმლაძე, „ჩაიხანა“, კატეგორია - ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; ლანა კოკაია, „რადიო თავისუფლება“, კატეგორია - სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში; სოფო აფრიამაშვილი, "ნეტგაზეთი", კატეგორია - ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება; თენგიზ გოგოტიშვილი, გიორგი დულარიძე, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ვაწაძე, ეკა სარია, „მთავარი არხი“, კატეგორია - ხალხის რჩეული; ეკა ქევანიშვილი, „რადიო თავისუფლება“, კატეგორია - ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება.

"ქარტიის პრიზი" წელს, მეთერთმეტედ გაიმართა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს